მარგარინი, შაქარი, მწიკვი მარილი და 2 ჭიქა ფქვილი ხელით ავაფხვიეროთ, დავასხათ წყალში გახსნილი სოდა, 2 სკ ლიმონის წვენი ან 1 სკ ძმარი. მოვზილოთ ცომი. შემდეგ დავუმატოთ კიდევ 1 ჭიქა ფქვილი. გადავიტანოთ მაგიდაზე. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად. გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ სათითაოდ 180 გრადუსზე. თბილ ფენებს ჩამოვუსწოროთ გვერდები. ჩამონაჭრელები დავფქვათ. ფენებს წავუსვათ ნებისმიერი ჯემი. გემრიელად მიირთვით!