თბილ წყალში გავხსნათ 15 გ შაქარი, 10 გ ფქვილი და 10-20 წუთი გავაჩეროთ, რომ აფუვდეს. შემდეგდავუმატოთ 550 გ ფქვილი, თბილი რძე და კარგად ავურიოთ. გადავაკრათ ცელოფანი და დავდგათ ასაფუებლად. ამასობაში გავთქვიფოთ 3 კვერცხი, კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე, შევათქვიფოთ აფუებული მასა, მარილი, ვანილი, ციტრუსის ცედრა, რომი, ზეთი და კარაქი. ცომი ვზილოთ მანამდე,სანამ ცომი ხელს აღარ მიეკრობა. ზელისას თანდათან ვამატოთ დანარჩენი ფქვილი. ცომი შეგვიძლია მოვზილოთ მიქსერითაც შესაბამისი საცმებით. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაკრათ ცელოფანი და დავდგათასაფუებლად. კარგად აფუებული ცომის მასა 3 მზორდილ და ერთ პატარა გუნდად დავყოთ, მოვათავსოთქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში, დარჩენილი ცომით გავაკეთოთ ყვავილები, ხის ჩხირებით დავამაგროთ კულიჩებს და 30 წუთი თბილად დავდგათ, შემდეგ გათქვეფილი კვერცხი წავუსვათ და ღუმელში შევდგათ. 10 წუთი ვაცხოთ 180 გრადუსზე, შემდეგ კი, 50 წუთი 160 გრადუსზე.გამომცხვარ კულიჩებს ხის ჩხირები ამოვაცალოთ.