აღმოსავლური მარინადი ქათმის ფრთებისთვის
დრო 1440წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 1/4 ჭიქა
  • ნივრის კბილი - 4
  • შაქარი (უმჯობესია ყავისფერი) - 1/2 ჭიქა
  • ანანასის წვენი - 1/2 ჭიქა
  • სოიოს სოუსი - 1 ჭიქა
  • წყალი - 1 ჭიქა (240 მლ)
  • გახეხილი ჯანჯაფილი - 1 ჩ.კ
  • პაპრიკა - 1 ჩ.კ
  • სიმინდის სახამებელი - 2 ს.კ
მომზადების წესები
შეურიეთ მარინადის ყველა ინგრედიენტი, სახამებლის გარდა. ჩაალაგეთ ქათმის ფრთები ჭურჭელში, დაასხით მარინადი, კარგად ამოურიეთ რომ ყველა ნაჭერი თანაბრად დაიფაროს. დადგით მაცივარში მთელი ღამით. 

შეწვის წინ მარინადი გადმოვწუროთ ცალკე, შევურიოთ სახამებელი და წამოვადუღოთ რომ შესქელდეს. შემდეგ კვლავ მოვასხათ ან ფუნჯით წავუსვათ  ფრთებს, დავალაგოთ საცხობ ფურცელზე და შევწვათ ღუმელში 180 გრადუსზე სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს. 

მარინადი განკუთვნილია დაახლოებით 1.5 კგ ფრთებისთვის