თბილ წყალში გავხსნათ შაქარი, დავუმატოთ ზეთი, ბოლოს კი დარჩენილი მასალა. ყველაფერი გავთქვიფოთ ხელის სათქვეფით. გადავანიწილოთ 22-24 სმ საცხობ ფორმაზე. ვაცხობთ 180 გრადუსზე 35წთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. შეიძლება უფრო მეტი დრო დაგჭირდეთ ან ნაკლები. მინანქრის ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ გაზზე. რომ ადუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ზეთი. მოვასხათ თავზე ბისკვიტს. უგემრიელესია!