ხორცი მოხარშეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ბადრიჯანი გათალეთ და დაჭერით მრგვლად. ჩაყარეთ ქვაბში და მოთუშეთ ზეთსა და კარაქში. რომ დარბილდება, დაუმატეთ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი. წვენს რომ გაუშვებს, დაუმატეთ ხორცი და ამოურიეთ. რამდენიმე წუთი თუშეთ, ბოლოს შეაზავეთ მარილით. როგორც მსახიობი აღნიშნავს, ყველაფერს თვალის ზომით აკეთებს, ამიტომ შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა თქვენი გემოვნებისამებრ განსაზღვროთ.