შენიშვნა: ეს არის იაკოს პასკის ძველი რეცეპტი. ახალი რეცეპტი იხილეთ აქ: „რასაც ახლა ვიყენებ, ძველ რეცეპტში არ წერია...“ ნახეთ ცნობილი „იაკოს პასკის“ განახლებული რეცეპტი 10 კვერცხის გულისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი (ცილას ვინახავთ), დავუმატოთ 500 გრ შაქარი. 900 მლ ცხელ რძეში, გავხსნათ 1 კგ შაქარი და 400გრ კარაქი, დავუმატოთ ცოტა მარილი 100მლ თბილ რძეში გავხსნათ 3-4 ს.კ საფუარი, 1ჩ.კ შაქარი, 100გრ ფქვილი და დავდგათ ასაფუებლად (თუ საფუარი კარგია მალე ამოფუვდება) მომზადებულ გოგლიმოგლში ავურიოთ 300 გრ არაჟანი და 400 გრ მაწონი ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე, დავუმატოთ ვანილი (ცილას შაქარის გარეშე ვთქვიფავთ) ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მასა გადავურიოთ ერთმანეთში და ბოლოს, ძალიან ფრთხილად შევურიოთ მზა ბეზეს. 15 -20 წუთით დასვენების შემდეგ, ბეზე გაიკეთებს ბუშტუკებს, აფუვდება. ამოსული ,,ღუნღულა’’ მასა ჩავზილოთ 200მლ ზეთთან ერთად და დავამატოთ 2,800-3 კგ - მდე ფქვილი (თუ ფქვილი კარგია სამი კილო არ დასჭირდება). როგორც კი ეს მასა ამოვა, ჩავაყაროთ ფქვილში ამოვლებული 500-დან 800 გრამამდე შავი ქიშმიში , დავამატოთ სანელებლები: სამი ცალი მუსკატის კაკალი, შაფრანი ( ყვითელი ყვავილს არ ვგულისხმობ), 30-40 ცალი ილი, ცოტა დარიჩინი და მიხაკი. ეს ყველაფერი უნდა დავფქვათ (დაფქვილებიც იყიდება ვისაც გეზარებათ), დავამატოთ სამი ცალი ლიმონის ცედრა და მოვასხათ კონიაკი. სანელებლებიც ჩავყაროთ ქიშმიშთან ერთად. ისევ ვცადოთ ცოტა ამოფუებას, შემდეგ კი მოვათავსოთ ფორმებში. მასა მალევე დაიწყებს ამოსვლას, როგორც კი ამოფუვდება, შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ. * საიდუმლო ინგრედიენტი: ნუში და ქლიავის ჩირი ძალიან უხდება. *შეგიძლიათ, არაჟანი ჩაანაცვლოთ ნაღებით და კარაქი- ერბოთი. *სცადეთ მოზელვისას 2 ს.კ არომატული თაფლის დამატებაც. გემრიელად მიირთვით!