მშრალი ინგრედიენტები მოათავსეთ ჯამში და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. ძალიან წვრილი ნაკადით დაუმატეთ ნუშის რძე, პარალელურად, ურიეთ ხელის სათქვეფით. რომ დარწმუნდებით, მასა კარგად გაიხსნა, გადაიტანეთ ქვაბში და დაიწყეთ კრემის მოხარშვა. ხარშეთ ნელ ცეცხლზე, მუდმივი მორევით. წამოდუღებიდან გააჩერეთ კიდევ 5 წუთით, რომ დაიშუშოს, ურიეთ ხშირ-ხშირად. მზა კრემი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, თავზე გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემს ეხებოდეს. ცხიმის შეთქვეფას არ საჭიროებს. არის გემრიელი და მყარი. გემრიელად მიირთვით!