ლიმონის და ფორთოხლის ზეთი ძალიან სურნელოვანია, მოსამზადებლად კი უმარტივესი.გამოიყენებთ კექსებში, პასკებში,მაფინებში და ა. შ. ლიმონს და ფორთოხალს აათალეთ ყვითელი ნაწილები (გამოიყენეთ სახეხი ან დანა), ეცადეთ არ შეყვეს თეთრი შიგთავსი. მოათავსეთ ქილაში, დაასხით ზეთი ისე, რომ დაფაროს ინგრედიენტები და ქილაც აივსოს. მოათავსეთ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას და დროდადრო შეანჯღრიეთ ხოლმე. ერთ კვირაში გადაწურეთ, კანი გადაყარეთ და ციტრუსის სურნელოვანი ზეთიც მზადაა.