თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ 2ს/კ შაქარი, ვანილი, დავდოთ თბილ ადგილას და დავაცადოთ აფუვდეს (გაორმაგდეს) ჯამზე დავყაროთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, მარილი, ავურიოთ და დავასხათ აფუებული მასა. მოვზილოთ ცომი და ზელაში ეტაპობრივად ვამატოთ ზეთი ცომს სჭირდება ზელა 15 წთ მაინც (ოდნავ ხელზე უნდა გვეკრობოდეს) ამოფუების შემდეგ, ცომისგან გავაკეთოთ 80-100 გრამიანი ბურთები, დავდოთ ფორმაზე და სრულ ამოსვლამდე დაველოდოთ. წინასწარ გავახუროთ ღუმელი და გამოვაცხოთ ზედა-ქვედა წვით 170-180°-ზე, შეწითლებამდე. მზა ფუნთუშებს გადავუსვათ ვაჟინი: 2ს/კ შაქარი 1ს/კ წყალი 1ს/კ ლიმონის წვენი აუცილებლად უნდა გაცივდეს ფუნთუშა კარგად იმისათვის, რომ არ ჩაცომდეს. გემრიელად მიირთვით!