მიქსერში მოვათავსოთ კარაქი, ავთქვიფოთ 7-15 წუთი (უნდა გათეთრდეს, მივიღებთ ჰაეროვან მასას), დავამატოთ 1 ს/კ შაქარი. ცეცხლზე შევდგათ ცაკლე ქვაბი და მოვათავსოთ ნაღები, დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, კვერცხის გული, ვანილი და სწრაფად ვურიოთ. (არ უნდა გადავადუღოთ). უცებ გადავიტანოთ სხვა (ცივ) ქვაბში და მოვურიოთ. დაველოდოთ გაცივებას. გათეთრებულ კარაქს შევურიოთ 500 გრ გატარებული ხაჭო. თითოეული ინგრედიენტის დაამატების შემდეგ, მოვურიოთ მასას. დავამატოთ ვანილი, კურაგა (ან სხვა ჩირი/მურაბა), შავი ქლიავის ჩირი, კაკლის მურაბა (დაჭრილი), საზამთროს მურაბა, ცუკატები. მოვურიოთ და დავუმატოთ გაცივებული ნაღები და მწიკვი მიხაკი - თან ვურიოთ. გავხეხოთ ფორთოხლის ცედრა, ლიმონის ცედრა, მუსკატის კაკალი, (გემოვნებით, 1 ს/კ ჭაჭა) და დავუმატოთ მასას. კარგად მოვურიოთ. ყალიბებში მოვათავსოთ (ჩავაფინოთ) ჰიგიენური ბინტი და ჩავდოთ ჩვენი პასკა გადასაწურად, 48 საათით. მოსართავად გავალღვოთ შოკოლადი და მოვასხათ პასკას. შეგვიძლია მოვაყაროთ ოქროს ფანტელი. იხილეთ მომზადების ვიდეო: