1 ცალი კვერცხით და 1 ჭიქა შაქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავუმატოთ 1 ჭიქა მაწონი (მაწონში ჩავყაროთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და გავთქვიფოთ), სამი სუფრის კოვზი ზეთი, ვანილი, 0.5 ჭიქა ფქვილი, ცომი უნდა იყოს ცოტა სქელი. რაშიც აცხობთ, ის ფორმა უნდა გავაცხელოთ კარგად, შემდეგ წავუსვათ შიგნიდან ზეთი, დავასხათ ეს მასა და კარგად გავანაწილოთ, დავაფაროთ ზემოდან ფორმის მეორე ნაწილი და გამოვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე, ნახევარი საათის განმავლობაში. ბედნიერ აღდგომას დაგასწროთ უფალმა!