ფქვილს და კარაქს ვზელთ და ვუმატებთ მაწონში გახსნილ სოდას და კვერცხის გულებს, ცომს ვზელთ, სანამ რბილ მასას არ მივიღებთ. მიღებულ ცომს გავყოფთ გამოსაცხობი ლანგრის ზომის მიხედვით სამ ან ოთხ თანაბარ ნაწილად. ბეზეს ვამზადებთ სტანდარტულად: კვერცხის ცილა ამოგვყავს გათეთრებამდე და ვუმატებთ შაქარსა და ვანილს. ცომის ერთი გუნდა გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ საცხობზე, გადავუსვათ ბეზე და მოვაყაროთ ნიგოზი, გადავაფაროთ ცომის მეორე ფენა - გადავუსვათ ბეზე და მოვაყაროთ ქიშმიში (თუ ოთხ ნაწილად გაყოფთ ცომს, იგივე გავიმეოროთ. მესამე ფენა გავაბრტყელოთ და ბეზეწასმულს ნიგოზი მოვაყაროთ). ზედა ფენაზე წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი (ცილა და გული ერთად). დავჭრათ სასურველ ზომაზე (როგორც წესი, რომბის ფორმაზე იჭრება) და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. მე 220 გრადუსზე ვაცხვე 40-45 წუთი, ასანთის ღერით შეამოწმეთ მზაობა.