ხახვი და სოკო წვრილად დავჭრათ. მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და თხელ რგოლებად დავჭრათ. ხახვი და სოკო კარაქში მოვშუშოთ, დავუმატოთ რძე და ბლენდერით ავთქვიფოთ, შევურიოთ არაჟანი, მარილი, პილპილი და ყველი. ცოტა ყველი და არაჟანი შევინახოთ. საცხობ ფორმაში მოვათავსოთ სოუსი, ზედ დავაწყოთ კარტოფილის ნაჭრები, მოვასხათ სოუსი და ასე გავაკეთოთ ყველა ფენა, ბოლოს კარტოფილებს წავუსვთ არაჟანი, მოვაყაროთ ყველი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით, სანამ ზემოდან მოიბრაწება.