ცომის მოსამზადებლად თასში ავურიოთ კარაქი, თაფლი, შაქარი, კვერცხი და გამაფხვიერებელი, ავთქვიფოთ მიქსერით და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე. მასას ვურიოთ ხის კოვზით, სანამ ერთგვაროვანი მასა გახდება. შევურიოთ ფქვილი და ცოტა ხანს დავტოვოთ, რომ გაგრილდეს. ცომი გავყოთ 4 ნაწილად, 25X35 სმ ზომის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და ფქვილიანი ხელებით გავიყვანოთ ფენა. თითოეული ფენა გამოვაცხოთ 8-10 წუთის განმავლობაში წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ფენები რომ შეგრილდება, გვერდები თანაბრად ჩამოვაჭრათ და დავფხვნათ ზემოდან მოსაყრელად. მოხარშული შესქელებული რძე და მაღალპროცენტიანი, სქელი არაჟანი ერთად ავთქვიფოთ 10-15 წუთის განმავლობაში, შევურიოთ ვანილი. კრემი წავუსვათ ფენებს, ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ დაფხვნილი ნამცხვარი და 4 საათით გავაჩეროთ, რომ დარბილდეს.