თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი და 1/2 ჭიქა ფქვილი, დავდოთ 10 წუთით, შემდეგ შევურიოთ გამდნარი კარაქი, მარილი და ფქვილი, მოვზილოთ ცომი და დავდოთ ასაფუებლად, ზემოდან გადავაფაროთ ტილო. გულსართის ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ. ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, შიგ ჩავდოთ გულსართი და შევკრათ, წავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული და თუნუქის ფურცელზე გავაჩეროთ 10 წუთი, შემდეგ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ დაიბრაწება. ასევე დაგაინტერესებთ: პირველი რამ, რასაც ტარხუნის შემოსვლისთანავე ვამზადებ - საოცარი გემოს მჭადი ტარხუნით