საცხობ ყალიბს (25X20 სმ) წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი. მომზადებულ ფორმაში მოვათავსოთ კენკრა და ალუბალი, მოვაყაროთ სახამებელი, 70 გ შაქარი და გადავდოთ გვერდზე. ფქვილი, დარბილებული კარაქი და 50 გ შაქარი ავურიოთ ერთმანეთში და მოვაყაროთ ხილს. შევდგათ 180 გრადუსზე გაცხლებულ ღუმლში 35-40 წუთით.