გასუფთავებული თევზის ფილე მე დავკეპე და თქვენ შეგიძლიათ დააჩოპეროთ. ცალკე მოვხარშე ქინოა (ხმელ მდგომარეობაში 80 გრ) გავაგრილე. დავამატე დაკეპილ თევზის ფილეს. ასევე დავუმატე შავი წიწაკა, ოხრახუში, ცოტა ცერეცო, ცოტა ლიმონის ცედრა, მშრალი ხახვი და ნიორი. ცოტა მარილიც. გავახვიე აისბერგის ფოთლებში კომბოსტოს ტოლმის პინციპით. ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ცოტა ხახვი ცოტა ერბოში. დავამატოთ გახეხილი პომიდორი და ჩავალაგოთ ტოლმები. დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გამოდის სულ 6 ტოლმა.