თბილი რძე და წყალი ერთმანეთს შევურიოთ, დავამატოთ შაქარი, საფუარი და დანარჩენი ინგრედიენტები. ბოლოს ნაწილ-ნაწილ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ჩვილი ცომი. დავდოთ ასაფუებლად. გულსართი ნებისმიერი გამოვიყენეთ თქვენი სურვილის მიხედვით. მე გამოვიყენე გახეხილი სულგუნი და ბრინზა, კარტოფილის პიურე, ასევე რძე გასათხელებლად. 400 გრამი ცომში ვდებთ 600 გრამ გულსართს. ზემოდან გადავუსვათ რძით გაზავებული კვერცხის გული. გამოდის არაჩვეულებრივი და ძალიან გემრიელი. გამომცხვარს თავზე გადავუსვათ ერბო ან კარაქი.