ავთქვიფოთ კვერცხის ცილა (დაახლ.6 ცალი დაგჭირდებათ), დავუმატოთ შაქარი ეტაპობრივად, შემდეგ ლიმონის წვენი, გამოვრთოთ მიქსერი, სილიკონის ან ხის კოვზით შევურიოთ სახამებელი და ვანილი. საცხობ ფორმაზე დავაფინოთ ქაღალდი, მოვაყაროთ ფქვილი და მოვათავსოთ მიღებული მასა. ვაცხობთ 110°ზე 2 საათი. კრემი: ცივი ნაღები ავთქვიფოთ, დავუმატოთ შესქელებული რძე, ბოლოს კი დაჭრილი მარწყვი. მოვრთოთ სურვილისამებრ. საოცრად გემრიელი, მსუბუქი დესერტი მზადაა!