ცომის ყველა ინგრედიენტი ბლენდერით ავთქვიფოთ. ცომი ულუფებად დავასხათ გახურებულ ტაფაზე და ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. გამოცხობისას ტაფა გავპოხოთ ცოტაოდენი კარაქით. მხალი მოვწალოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, გავწუროთ და წვრილად დავკეპოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და 1-2 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ. ისპანახი, ხახვი და სანელებლები ავურიოთ. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი. გულსართი გავახვიოთ ბლინებში. კვერცხის ცილა ცოტა წყალთან ერთად მსუბუქად ავთქვიფოთ. ბლინები ჯერ კვერცხის ცილაში ამოვავლოთ, შემდეგ – სიმინდის ფქვილში და გახურებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ.