ჟელატინი ცივ წყალში დავალბოთ 5 წუთით. ამასობაში მარწყვი, ლიმონის წვენი და შაქარი ჩოფერით ან ბლენდერით დავაქუცმაცოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები მყარი კრემის კონსისტენციამდე და შევდგათ მაცივარში. ამასობაში მარწყვის მასა პატარა ქვაბით შემოვდგათ ცეცხლზე და საშუალო ალზე ვადუღოთ 5-10 წთ, სანამ ცოტა შესქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევურიოთ ჟელატინის ნარევი და კარგად ავურიოთ, შემდეგ შევაგრილოთ, მაგრამ არ გავაცივოთ, თორემ შეიკვრება. ამის შემდეგ მარწყვის ნარევი კრემს შევურიოთ, გავანაწილოთ ფორმებში და სულ მცირე, 4 საათით მაცივარში შევდგათ. მზა მუსი მოვრთოთ მარწყვით. ასევე ძალიან უხდება გათქვეფილი ნაღები.