კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ვანილი და კვერცხის გულები. ცომს ნელ-ნელა ვამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი, ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, მივცეთ სასურველი ფორმა და წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ ღია ოქროსფერი არ გახდება, შემდეგ ცხელსვე მოვაფრქვოთ შაქრის პუდრი და გავაგრილოთ.