შოკოლადის ტარტი შავი ქლიავით - ჯადოსნური დესერტი
შოკოლადის ტარტი შავი ქლიავით - ჯადოსნური დესერტი
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ესპრესო - 1პატარა ჭიქა
  • ნაღები 35 % - 220 მლ
  • შოკოლადი - 220 გ
  • განაშისთვის:
  • -
  • ამარეტო - 3 ს.კ
  • შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 250 გ
  • რომი - 1 ს.კ
  • ვანილი
  • კვერცხის გული - 1
  • კაკაო - 1 ჩ.კ, თავიანი
  • შაქრის პუდრი - 100 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • კარაქი - 50 გ
  • ამარეტო - 1 ს.კ
  • მოსართავად:
  • შოკოლადი - 100 გ
  • კარაქი - 50 გ
მომზადების წესები
შავი ქლიავი 3-4 საათი ჩავალბოთ ამარეტოში.

შევურიოთ დარბილებული კარაქი, პუდრა, კაკაო, ვანილი. უნდა მივიღოთ რბილი ცომი. დავამატოთ კვერცხის გული, რომი და კარგად ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ ფქვილი. გავახვიოთ ცომი ცელოფანში და 1 საათი გავაციოთ. შემდეგ გამოვიღოთ, ვაცალოთ რომ ცოტა შეთბეს და გავაბრტყელოთ. ჩავაფინოთ 20-24  სმ-იან ტარტის ფორმაში და საბრტყელებლის გადატარებით ჩამოვჭრათ ზედმეტი ნაწილები -ეს მნიშვნელოვანია, ამგვარად ცომი "თავს დაიჭერს" და ცხობისას არ ჩამოვა ქვემოთ. ალდი
ცომი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ჩავაფინოთ ქაღალდი და ზედ ბრინჯი, ლობიო ან სხვა სიმძიმე დავაყაროთ. ვაცხოთ 200 გრადუსზე 15 წუთი, შემდეგ ავაცალოთ სიმძიმე და კიდევ 15 წუთი ვაცხოთ. მზა ბისკვიტი ფორმიდან ამოვიღოთ და გავაციოთ.

დავალაგოთ მასზე შავი ქლიავი, რამდენიმე მოსართავად შემოვინახოთ.

მოვამზადოთ განაში: დამტვრეულ შოკოლადს და ყავას დავასხათ ძალიან ცხელი ნაღები. კარგად ავურიოთ, რომ შოკოლადი გადნეს. დავამატოთ კარაქიც. იქამდე ვურიოთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. ჩავამატოთ ლიქიორი და მიღებული კრემი შავ ქლიავს დავასხათ. შევდგათ მაცივარში გასაციებლად.

ტარტის მოსართავად დარჩენილ ქლიავებს გულში ნიგოზი ჩავუდოთ. გავადნოთ 50 გ შოკოლადი და ამდენივე კარაქი, ამოვავლოთ ქლიავები და დავალაგოთ ქაღალდზე გასაშრობად. შევდოთ მაცივარში გასამაგრებლად. შემდეგ დარჩენილ შოკოლადთან ერტად მოვაყაროთ ნამცხვარს

ტეგები:
შოკოლადი ტარტი შავი ქლიავი ნანახია: 8358