პირველ რიგში ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში. გააცხელეთ რძე. კვერცხის გული და შაქარი კარგად ამოიყვანეთ მიქსერით ან ხელის სათქვეფით, დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და ისევ გადათქვიფეთ. გოგლიმოგს ნაწილ-ნაწილ, მცირე ნაკადებად დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი რძე (მაგალითად, 1 ჭიქა). შემდეგ ეს მასა გადაიტანეთ რძეში და კარგად გახსენით. დადგით დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. ორი ბუშტიც კი რომ გამოჩნდება, კიდევ ორი წუთით გააგრძელეთ მორევა. გადმოდგით. ცხელშივე შეურიეთ აფუებული ჟელატინი, ვანილი, მარილი და კარაქი. ამ დროს სასურველია გამოიყენოთ მიქსერი. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში. თავზე გადააკარით საკვები ცელოფანი ისე, რომ ეხებოდეს კრემს. გააცივეთ. გამოყენების წინ ისევ გათქვიფეთ და კოვზით დაუმატეთ წინასწარ გათქვეფილი 33- ან 35%-იანი ნაღები.