სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ რძე, დავუმატოთ შაქარი, კაკაო, სახამებელი, კვერცხის გულები, ვანილი და მარილი, კარგად ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. როდესაც წამოდუღდება, შევურიოთ კარაქი და შოკოლადი. ვადუღოთ 2-3 წუთი, რომ ოდნავ შესქელდეს, თან ვურიოთ, მოვათავსოთ ფორმებში და 4-5 საათით ან მთელი ღამით გავაცივოთ.