ნახევრად მოხარშულ ბრინჯს დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილები, ნიორი, გახეხილი სტაფილო, ხახვი, 1 სკ ზეთიანი აჯიკა. კარგად გადავურიე და ამოვავსე ბულგარულის გული ბრინჯის მასით, მოვასხი დაბლენდერებული პომიდორი, დავამატე დაფნის ფოთლები 3 ცალი, დავასხი ცივი წყალი და ადუღებიდან 10 წუთში მზადაა.