თასში შევურიოთ წვრილი და საშუალო ზომის მანანაის ბურღული, მარილი, გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ გამდნარი კარაქი და ზეთი. ხელით ავსრისოთ, სანამ ბურღული ცხიმს მთლიანად არ შეიწოვს. შემდეგ დავასხათ წყალი, კარგად გადავზილოთ, დავაფაროთ და დავასვენოთ ცოტა ხანს.ფინიკის ცომის ყველა ინგრედიენტი შევურიოთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.ორივე ცომი გავაბრტყელოთ ორ ცელოფანს შუა და მივცეთ ოთხკუთხა ფორმა. ფინიკის ცომი დავადოთ თეთრ ცომს და გადავახვიოთ რულეტივით. დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. სპეციალური ნამცხვრის პინცეტით გავუკეთოთ დეკორი (იხილეთ ეს ხელსაწყო მე-3 ფოტოზე). ნამცხვრები დავალაგოთ საცხობ ფორმაზე და შევდოთ მაცივარში გასაციებლად 30-40 წუთი. შემდეგ გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი.მირთმევის წინ ნამცხვრებს თაფლში ავლებენ.