ბადრიჯანი ზოლებად გავთალე, გრძლად დავჭერი, მოვაყარე მარილი და გავაჩერე 20წთ. ფარშს დავუმატე დაჩოფერებული ხახვი, ნიორი, ქინძი, ოხრახუში, სვანური მარილი, ხმელი ქინძი, ძირა, წიწაკა და კვერცხი. ეს ყველაფერი ავურიე კარგად, გავაკეთე მინი კატლეტები და შევწვი ცოტა ცხიმში. ბადრიჯანი გავწურე და შევწვი გრილის ტაფაზე უცხიმოდ. ბადრიჯნის ნაჭერი გავშალე, დავადე ზედ კატლეტი გადავახვიე და ზემოდან დავამაგრე ხის ჩხირით, ასე გავიმეორე თითოეულ კატლეტებზე. შემდეგ პომიდორი დავჭერი ოთხად და ბულგარული როლებს დავუმაგრე ზემოდან, პომიდორი, წიწაკა. გამზადებული მასა დავდე საცხობ ყალიბში. ცალკე ტომატს დავუმატე სუნელები, წიწაკა,მარილი, ცოტა სითხე და მოვასხი ბადრიჯნიან მასას. შევდე ქურაში და კარგად რომ დაიბრაწნენ გადმოვდგი, მოვაყარე ცოცხლად მწვანილი.