ვიღებ 200 გრ. ჭიქას, ანუ 200 გრ. ზეთს რომ დავამატებ, იგივე ჭიქით ვამატებ ორ ჭიქა წყალს და ორ ჭიქა ფქვილს. მოვშუშე ნელ ცეცხლზე 7-8 წუთი, რომ შეგრილდა დავამატე ვანილი და 8-9 კვერცხი, გააჩნია კვერცხის ზომას. გადავიტანე საცხობი ქაღალდი (კალკა) დაფენილ ფორმაზე ვიდეოში ჩანს, კარგად და გამოვაცხვე 200 გრადუსზე, რომ შეგრილდა გადავუსვი კრემი მარწყვი გავაჩერე 10-15 წუთი და შემდეგ გადავახვიე რულეტი, დატყდება ცოტათი, მაგრამ პუდრს, რომ მოაყრით ულამაზესი და უგემრიელესია. კრემის მომზადების წესი: რძე ავადუღე, დავამატე ფქვილი და შაქარი ერთმანეთში არეული და სწრაფი მოძრაობით ავთქვიფე კარგად, ვშუშე ნელ ცეცხლზე 8 წუთი. კარაქი ამოვიყვანე გათეთრებამდე ნელ-ნელა დავამატე გაგრილებული ფაფა. ყველაფერი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. რომ კრემი არ აიჭრას. დავამატე ლიმონის ცედრა და ვანილი, კონიაკი.