კვერცხს დაუმატეთ შაქარი, შემდეგ მაწონი, გამდნარი კარაქი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, შემდეგ საკვები სოდა, რომელსაც მაწონში გააქტიურებთ, შემდეგ მოცვი და მოცვის მურაბა. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 50-55 წუთამდე. გაგრილებულ კექს მოვასხათ გლაზური, მომზადების წესი: შაქრის პუდრს და მოცვის მურაბას ვურევთ ერთმანეთში და ვამატებთ ცოტა ლიმონის წვენს.