ალუბალს კურკა წვენის საწრუპით ამოვაცალოთ. გარჩეული და უკურკო 200 გ. ალუბალს დავუმატოთ 50გ. შაქარი, წამოვადუღოთ და გავაციოთ. სანამ ალუბალი ცივდება, მოვამზადოთ ცომი. პირველ რიგში დავაბლენდეროთ 200 გ. ნადუღი ან ხაჭო, 2ჭ. ფქვილში ავურიოთ 1სკ. გამაფხვიერებელი, 2 კვერცხი და 250 გ. შაქარ ავთქვიფოთ გათეთრებამდე. აქვე ვასხამთ 250 მლ. რძეს, 50 მლ. ზეთს, შემდეგ ვუმატებთ 200 გ. დაბლენდერებულ ნადუღს ან ხაჭოს, ვანილს. შემდეგ 100 გ. გამდნარ კარაქს, მწიკვ მარილს და ბოლოს ვაყრით 2ჭ. ფქვილში არეულ 1სკ გამაფხვიერებელს. მოვზილოთ კექსის ცომი და ცომიც მზადაა. შემდეგ კექსის ფორმას წავუსვათ კარაქი, შემდეგ ჩავასხათ ცომის ნაწილი და დავადოთ ალუბლები. ისევ დავასხათ ცომის ნაწილი და ისევ დავადოთ ალუბლები. ისევ მოვასხათ ცომი და დარჩენილი ალუბლები. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წთ. შემდეგ გამომცხვარ კექს მოვაყაროთ შაქრის პუდრი და გავაფორმოთ ალუბლებით.