დარბილებული მარგარინი, 400 გრამი ფქვილი და ცოტა მარილი ღრმა თასში კარგად გავაფხვიერე. შემდეგ დავამატე მაიონეზი, მაწონში გახსნილი სოდა, ავურიე კარგად და დავამატე დარჩენილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთად არეული. 15 წუთის განმავლობაში მოვზილე საშუალო სისქის ცომი, (ხანდახან ვასვენებდი) შემდეგ შემოვაკარი ცელოფანი და 1 საათით მოვათავსე მაცივარში (არა საყინულეში) შიგთავსისათვის ჯერ ფქვილი და შაქარი კარგად ავურიე ერთმანეთში,შემდეგ დავამატე რბილი კარაქი,ვანილი,მზესუმზირის გული, ქიშმიში და ეს ყველაფერი ერთიან მასად ვაქციე. თასში მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფე კვერცხის ცილა კარგად. გაცივებული ცომი გადმოვიღე მაცივრიდან,გავყავი 2 ნაწილად, თითოეული გავაბრტყელე ოთხკუთხედად და ჯერ ორად გაყოფილი კვერცხის ცილა წავუსვი ყველგან და შემდეგ მოვაყარე ასევე ორად გაყოფილი ქადის გული,შემდეგ გადავახვიე რულეტივით,ზემოდან კი წავუსვი კვერცხის გული ოდნავ წყალში არეული და დავჭერი სასურველ ზომებად ფიგურული დანით. გამოვიდა 24 ცალი ქადა. გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე. ამ ცომით შეგვიძლია ხაჭაპურის, ლობიანის და ღვეზელების გამოცხობაც.