დაჭრილი და გარეცხილი ქათმის ნაჭრები მოვათავსე ქვაბში, დავასხი ცოტა წყალი და დავდგი ცეცხლზე.წამოდუღების პირას მისულს წყალი გადავუღვარე,თავიდან გავრეცხე და ცოტა წყალი დავასხი,დავამატე დაფნის ფოთოლი და საშუალო ცეცხლზე დავდგი იქამდე სანამ ქათმის ხორცს ოდნავ არ დააკლდა მოხარშვა. შემდეგ ბულიონი გადავწურე ცალკე თასში და ქათმის ნაჭრებს ცოტა ზეთი დავასხი და ოდნავ მოვბრაწე, შემდეგ დავასხი თავისივე ბულიონი და ცოტა ანადუღარი წყალი, დაჭრილი კარტოფილი და მოვხარშე. ცალკე ტაფაში ცოტა ცხიმში მოვშუშე ჯერ წვრილად დაჭრილი ხახვი და შემდეგ დავამატე წინასწარ ხორცსაკეპ მანქანაში. გატარებულები სტაფილო, პომიდორი და ბულგარულები, დავამატე ასევე ტომატის პასტა. პაპრიკა,გახეხილი ნიორი და ძალიან წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა. ეს ყველაფერი დაბალ ცეცხლზე 5 წუთი ვშუშე და შემდეგ შევურიე ქვაბში მყოფ მასას,აგრეთვე წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და ყველაფერი ერთად. სულ 3 წუთი ვადუღე.