კარაქი თაფლთან ერთად გავადნე ორთქლის აბაზანაზე (ან ძალიან დაბალ ცეცხლზე), დავუმატე სოდა, კარგად ამოვურიე და გადმოვდგი. ცალკე ჯამში კვერცხი მწიკვ მარილთან და შაქართან ერთად თქვეფით გავაორმაგე, დავუმატე თაფლიანი მასა და ფქვილი მონაცვლეობით. მასა ღუმელის სტანდარტულ საცხობ სინზე 2 ფენად დავაცხვე. დავჭერი ლენტებად(თითო 4 ლენტად ანუ ჯამში ორივე ფენა 8 ნაწილად)და კრემით ავაწყვე რულეტივით. დასანამად გამოვიყენე კონფი იგივე ჯემი (ნებისმიერი კენკრის უხდება). კრემი გამოიყენეთ რომელიც მოგწონთ. მოვათავსე მაცივარში რამდენიმე საათი(საკონდიტრო რგოლით და გარედან გამყარების შემდეგ მოვრთე).