ნამცხვარი "მხატვრის პალიტრა"
ნამცხვარი "მხატვრის პალიტრა"
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • კარაქი - 250 გ
  • შაქრის პუდრი - 220 გ
  • დაფქული ნუში - 250 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • კვერცხი - 1
  • სხვადასხვა ფერის ჯემები
მომზადების წესები
თასში ჩავყაროთ ფქვილი, ნუში, შაქრის პუდრი, ვანილი და დაჭრილი კარაქი. თითის წვერებით ავსრისოთ, მივიღებთ ხორხოშელა ცომს. შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული.

გავაკეთოთ პატარა ბურთულები, მსუბუქად გავაბრტყელოთ და ხის კოვზის ტარით ღრმულები გავუკეთოთ. ამოვავსოთ სხვადასხვა ფერის ჯემით ან კონფიტიურით. ვაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
ტეგები:
ნუში ჯემი ფხვიერი ნამცხვარი ნანახია: 5798