მოვზილე 1 კგ. ფქვილით საფუარიანი ცომი მაწონზე. საგულედ გამოვიყენე: 4 კონა ტარხუნა, 2 კონა მწვანე ხახვი, მწვანე ქინძი, ოხრახუში, კამა გემოვნებით, მარილი, პილპილი გემოვნებით, 150-100 გ. ბრინჯი (1 ფინჯანი ბრინჯი + 2 ფინჯანი წყალი), 500-600 გ. ახალი ყველი ან სულგუნი, 100-150 გ. კარაქი. დამატებით დაგვჭირდება 100 გ. დარბილებული კარაქი ცომზე წასასმელად, კვერცხის გული + 2 სკ. რძე, ზევიდან გადასასმელად. კარაქში ცოტა ჩავშუშოთ მწვანე ხახვი, ტარხუნა ,მწვანილები დავამატოთ მოხარშული ბრინჯი,რომ შეგრილდება ვამატებთ გახეხილ ყველს. მარილი,პილპილი გემოვნებით. ამოსული ცომი გავყოთ 100 გრამიან ნაჭრებად. თითო 100 გრამიანი ცომი გავათხელოთ გადავუსვათ კარაქი და ამოვაგუნდავოთ. ისევ გავშალოთ ცომი, ჩავუდო საგულე და სასურველი ფორმით მოვახვიოთ. ვაცხობთ 200 გრადუსზე 10 წუთი შეწითლებამდე.