მოცემული მასალით და მიქსერის გამოყენებით მოვზილოთ ცომი. მოვათავსოთ ზეთ მოსმულ და ფქვილ მოყრილ საცხობ ფორმაში. ზემოდან მოვალაგოთ ხილი, მე გარგარი გამოვიყენე. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე სასურველი ფერის მიღებამდე. მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით. ფორმა 26 დიამეტრიანია. შეგიძლიათ გამოაცხოთ უფრო დიდ ფორმაში, მრგვალში, ოთხკუთხედში, მაგრამ რა თქმა უნდა დოზა უნდა გააორმაგოთ. როგორც აღვნიშნე მე პირველად გამოვაცხვე ამ ფორმაში და არ მოვზილე გაორმაგებული დოზით.