იხვს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ცხაურზე მოვათავსოთ, ქვეშ დავუდოთ თუნუქის ფურცელი, ცხიმისგან რომ დაიწრიტოს. 15 წუთის შემდეგ ტემპერატურა დავწიოთ 175 გრადუსამდე და განვაგრძოთ მზადება. დაახლოებით 75 წუთში იხვი მზად იქნება, გამოვიღოთ და 20 წუთი დავასვენოთ, სანამ დავჭრით. ჟოლო საცერზე გავატაროთ, დავუმატოთ 3/4 ჭიქა შაქარი, სახამებელი, სანელებლები მწიკვად, ლიმონის წვენი, 1/4 ჭიქა ძმარი და წამოვადუღოთ 2 წუთით, შემდეგ შევურიოთ კარაქი. ხორცი დავჭრათ და მოვასხათ სოუსი.