ჟოლო ბლენდერში ავთქვიფოთ და წვრილ საცერზე გავატაროთ, წიპწები რომ მოშორდეს. პიურე შევდოთ მაცივარში, წიპწებს კი დავასხათ 450 მლ წყალი, დავაყაროთ შაქარი და მოვხარშოთ სიროფი, კვლავ გადავწუროთ, შევურიოთ ლიმონის წვენი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. პარალელურად სახამებელი გავხსნათ 50 მლ ცივ წყალში, შევურიოთ სიროფს და წამოვადუღოთ, სანამ შესქელდება, შემდეგ ბოლომდე გავაცივოთდა ჟოლოს პიურე შევურიოთ. თუ გვაქვს ნაყინის მოსამზადებელი აპარატი, მოვამზადოთ ინსტრუქციით, თუ არა, მიქსერით კარგად ავთქვიფოთ, ჩავასხათ კონტეინერში და გავყინოთ.