ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ დარბილებული კარაქი და 1 ქილა შესქელებული რძე. მიღებული ცომით გამოვძერწოთ 1 დიდი ან რამოდენიმე პატარა ზღარბი, თვალებისა და ცხვირის ადგილას ქიშმიშები მივაწებოთ, ეკლების ადგილას ნუში ან გარჩეული მზესუმზირა. შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათი და ტორტიც მზადაა.