თევზი დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მაღალ ცეცხლზე ზეთში შევწვათ, შემდეგ გადავიტანოთ ქაღალდზე დასაწრეტად. ამასობაში მოვამზადოთ სოუსი. სტაფილო და ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ 1-2 წუთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვურიოთ. დავასხათ ლიმონის წვენი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ლიმონი და წამოვადუღოთ. შევანელოთ მარილით, პილპილით და შაქრით. თევზი ამოვიღოთ თეფშზე, მოვასხათ სოუსი და გავაფორმოთ მწვანილით.