ქვაბში მოვათავსოთ ქათმის გულ-ღვიძლი, გათლილი სტაფილო, გაფცქვნილი ხახვი, დავასხათწყალი და მოვხარშოთ. შემდეგ 2-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ჩოფერში დავაქუცმაცოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შევანელოთ სანელებლებით და ცხელსვე შევურიოთ კარაქი. მასის ნახევარი დავდოთ ფოლგაზე ძეხვის ფორმით,ზემოდან დავაწყოთ შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხები, დანარჩენი მასა ზედ გადავანაწილოთ ისე, რომ კვერცხები დაფაროს, ფოლგით მჭიდროდ გადავახვიოთ და რამდენიმე საათით მაცივარში მოვათავსოთ. შეიძლება საკვებცელოფანში გახვევაც. გაცივებული პაშტეტი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.