შვრიის ფანტელს (არ არის სასურველი სწრაფი მომზადების პროდუქტი!) დავასხათ რძე, დავუმატოთ მარილი დ შაქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვხარშოთ, სანამ შესქელდება, თან ვურიოთ. ფაფაში ჩავუშვათ კარაქი, კენკრა, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ 10 წუთი. სუფრაზე მიტანის წინ ფაფა გავაფორმოთ დამატებით კენკრითა დანუშით.