კუბდარი - სვანური დელიკატესი
კუბდარი - სვანური დელიკატესი
დრო 120წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - ზემოდან გადასასმელად
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • მარილი და პილპილი
  • ბეგქონდარა - 2 ჩ.კ
  • ძირა - 2 ჩ.კ
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 2 ჩ.კ
  • ხახვი - 3
  • ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი - 1.5 კგ
  • საქონლის ან შერეული ფარში - 1 კგ
მომზადების წესები

შეარჩიეთ ცხიმიანი საქონლის ან შედარებით უცხიმო ღორის ხორცი. უკეთესია, თუ შეურევთ ერთმანეთში ორივე სახის ხორცს.
ხორცი წვრილად უნდა დაკეპოთ. დაკეპილი ხორცი დიდხანს უნდა ზილოთ ხელით, რომ კარგად დარბილდეს და სანელებლებიც უკეთ შეერიოს. ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით, ხორცს პატარა ჭიქით ღვინოს ამატებენ, ეს მას შესანიშნავ არომატს აძლევს.

დაკეპილ ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სანელებლები, ზეთი და ხელით კვლავ კარგად აზილეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ასე ხორცი რბილდება და სანელებლებით ჯერდება.

ცომი დავყუოთ გუნდებად, გავაბრტყელოთ და ჩავუდოთ გულსართი. ცომი შედარებით სქელი უნდა იყოს, ვიდრე ხაჭაპურის, რომ მძიმე გულსართი შეაკავოს. თავზე ნაჩვრეტი გავუკეთოთ და გამოვაცხოთ ღუმელში . მზას ზემოდან ცხიმი გადავუსვათ.
შეიძლება გამოცხვეს ტაფაზეც.

კუბდარს განსაკუთრებულ არომატს სძენს მთის ქონდარი. სანელებლები შეგიძლიათ თქვენი სურვილით მოაკლოთ ან დაუმატოთ.

 

ტეგები:
ცომი ხორცი კუბდარი ნანახია: 110448