კვერცხის გულები, კვერცხი, მარილი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავაცრათ ფქვილი, დავუმატოთ ვანილი და საკონდიტრო ნიჩბით ფრთხილად შევურიოთ ცომს. კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარილი, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ, ვამატოთ შაქარი და მოვამზადოთ ბეზეს მასა. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცოტა ცხიმი და მოვაფრქვიოთ ფქვილი. ზედ საკონდიტრო ტომრით ზოლებად, ერთიმეორის გვერდით, მონაცვლეობით დავსვათ ბეზე და ბისკვიტი, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წთ. ბისკვიტი გავაგრილოთ და ორად გავჭრათ. შაქრის პუდრი, ვანილი და ნაღები ავთქვიფოთ კრემის მიღებამდე. ბისკვიტის ერთ ფენას წავუსვათ ნაღები, მოვაყაროთ ხილი და კვლავ ნაღები წავუსვათ, ზემოდან ბისკვიტის მეორე ფენა დავადოთ და მაცივარში შევდოთ 2-3 საათით. მზა ტორტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი და ისე მივიტანოთ სუფრაზე.