ცომის მოსამზადებლად თასში ავურიოთ კარაქი, 1/4 ჭიქა თაფლი, შაქარი, კვერცხი დაგამაფხვიერებელი, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და ხის კოვზით ვურიოთ. როდესაც ერთგვაროვან მასას მივიღებთ,გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ფქვილი. მიღებული ცომი ოდნავ შევაგრილოთ და 4 გუნდად დავყოთ.25X35 სმ ზომის ქაღალდ დაფენილ თუნუქის ფურცელზე გავაბრტყელოთ გუნდა და180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 8-10 წთ. ასე გამოვაცხოთ დანარჩენი 3 ფენაც. ფენებს თანაბრად ჩამოვაჭრათ გვერდები და ჩოფერში დავფქვათ. კრემის ინგრედიენტები, ვანილისა და კარაქის გარდა, კარგად ავთქვიფოთ და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, შეგრილებულს შევათქვიფოთ კარაქი და ვანილის ექსტრაქტი. კრემი წავუსვათ ფენებს, გარშემო და ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი გვერდები. გავაჩეროთ 3 სთ, რომ კრემი გაუჯდეს.