გარგარს დავაყაროთ შაქარი, დავასხათ წყალიდა გავაჩეროთ, სანამ წვენი კარგად გამოუვა, შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და 5 წუთი ვადუღოთ, შემდეგ კარგად გავაგრილოთ, ქაფი მოვხადოთ და კიდევ წამოვადუღოთ 5 წუთი. მურაბას შევურიოთ ბრენდი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ, შევურიოთ ვანილი და ცხელ-ცხელი ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში.