ცხვრის ხორცისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები კარგად ავურიოთ და ხორცისნაჭრებს შევაზილოთ. დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე. მოვამზადოთ სოუსი: კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დავუმატოთ ნიორი და 1 წუთი ვშუშოთ, დავასხათ ღვინო, შევურიოთ მოცვის ჯემი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. შევანელოთ მარილით, პილპილითა და როზმარინით, ვადუღოთ 10 წუთი და შემდეგ თბილად შევინახოთ. ტაფას წავუსვათ ზეთი და კარგად გავახუროთ, დავაწყოთ ცხვრის ნეკნები და დავბრაწოთ მაღალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ ტაფიანად შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ 7-8 წუთის განმავლობაში. როცა თეფშზე გადმოვიღებთ, ცოტა ხანს დავასვენოთ და სუფრაზე მიტანის წინ ნეკნებს მოვასხათ სოუსი.