დაჭრილ-გარეცხილი ხორცი თბილ, გამდინარე წყალში კარგად გავრეცხე და დავადგი ქვაბით ცეცხლზე მოსახარშად. პირველი წყალი გადავუქციე, ხორცი კვლავ გავრეცხე, თავიდან დავასხი წყალი დავამატე დაფნის ფოთოლი რომელიც 10 წუთის შემდეგ ამოვიღე და ამჯერად თითქმის ბოლომდე მოვხარშე (ხორცს ძალიან ცოტა ხნის დუღილი უნდოდა). ცალკე თასში გადავწურე ბულიონი და დავამატე. არც თუ ისე წვრილად დაჭრილი ხახვი, ცხიმი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ეს ყველაფერი ერთად მოვშუშე, შემდეგ დავამატე ტომატპასტა, მარილი, წიწაკა და ცოტახანს დაბალ ცეცხლზე კიდევ ვშუშე. ბოლოს კი დავასხი თასში მოთავსებული ბულიონი,დაჭრილი მწვანილი და დაბალ ცეცხლზე ვადუღე სრულ მზაობამდე.