კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი ავთქვიფე ყველაფერი კარგად გათეთრებამდე. დავუმატე ზეთი, რძე, ვანილი. ბოლოს სილიკონის კოვზით შევაზილე გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მომზადებული ცომი ჩავასხი ფქვილმოყრილ ფორმაში (24/14/5...თუ მრგვალ ფორმას აიღებთ დაგჭირდებათ 28სმ). ზემოდან მოვაყარე მოცვი, გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთი. მოცვის ჩანაცვლება შეგიძლიათ ნებისმიერი კენკრით.